სარეცხი მანქანა, რომელიც ფხვნილის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე მუშაობს

პრაქტიკულად, მანქანის მუშაობისთვის, ჭუჭყიანი სარეცხის გარდა, არაფერია საჭირო. რეცხვის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში სრულიად უხმაუროდ მიმდინარეობს.

შვედურმა Electrolux-მა ახალი სარეცხი მანქანა „Orbit“ შექმნა, რომელსაც ხარისხიანი რეცხვისთვის არც სარეცხი ფხვნილი სჭირდება, არც ელექტროენერგია და არც წყალი.

„Orbit“ რგოლისა და  ლითონის ბურთისგან შედგება და ავტონომიურ ენერგიას გამოიმუშავებს.
სარეცხის მოთავსების შემდეგ, ლითონის ბურთი ძლიერი ელექტრომაგნიტის მეშვეობით ბრუნვას იწყებს. რგოლის უკან დიდი ელემენტები იმალება. ინდუქციური ტექნოლოგიის მეშვეობით, მანქანა დოლურას მუშაობის დროს გარკვეულ ენერგიას გამოიმუშავებს, რომლითაც ელემენტებს მუხტავს.
თხევადი აზოტის მეშვეობით, მანქანის დოლურა ჰაერში ტრიალებს.
საბოლოოდ, ის ელექტრომაგნიტად გარდაიქმნება, რომლის მართვა ელექტროიმპულსების საშუალებით, ავტომატურად არის შესაძლებელი.

მანქანის შემქმნელები კრეოგენული წმენდის დროს, ზებგერითი სიჩქარით გამოშვებული თხევადი ნახშირორჟანგის ნაკადს იყენებენ, რომელსაც ქსოვილიდან ყველა ლაქა და დაბინძურება იოლად ამოჰყავს.
დასასრულ, აირისმაგვარი ნახშირორჟანგი უკან, მილებში ბრუნდება, რათა ისევ მყარ СО2 გარდაიქმნას.
საბოლოოდ, უარყოფითი იონები ჰაერის გაწმენდას ახდენს და რეცხვის პროცესში დამასრულებელი შტრიხები შეაქვს.

მხოლოდ ეს არის, რაც Electrolux-ის ახალი სარეცხი მანქანის მუშაობის შესახებ გახდა ცნობილი.
დანადგარის მუშაობის ძირითად პრინციპებს შვედები ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახავენ.

Comments
Loading...