“სასამართლო მთლიანობაში არის სისტემა, რომელიც რეფორმებისადმი რეზისტენტულია” – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრს სურს სასამართლო სისტემის მართვა ძლიერი ხელით მოხდეს. თეა წულუკიანი ნინო გვენეტაძისა და საქალაქო სასამართლოს თავმდჯოამრის განცხადებებს ეხმაურება.

მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სასამართლოში სიტუაციის კონტროლი უნდა შეძლოს.

“ის, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ სასამართლოში, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ იქ არსებობს გარკვეული დაჯგუფებები, რომ ეს მთლიანობაში არის სისტემა, როგორც ამას სამი წელია ვამბობ, რომელიც რეფორმებისადმი რეზისტენტულია. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქალბატონი ნინო უფრო მეტად გაძლიერდეს, უფრო მეტად ძლიერი ხელით მართოს ეს სისტემა, რომ ჩვენ არ ვიხილოთ ხოლმე ისეთი მოვლენები, როგორიც ვიხილეთ ჯერ იუსტიციის საბჭოში და შემდეგ საქალაქო სასამართლოში. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს მისი კუთვნილი ადგილი სისტემაში და ეს უნდა უზრუნველყოს ხელმძღვანელმა,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

Comments
Loading...