სასამართლოს მიერ ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ს მთელი შემოქმედებითი გუნდი დატოვებს
თუკი სასამართლო „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილებას ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღებს, ტელევიზიას მთელი შემოქმედებითი გუნდი დატოვებს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ „კურიერის“ ჟურნალისტებმა განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, თუკი სასამართლო ტელევიზიას ამჟამინდელ მფლობელებს ჩამოერთმევს, „კურიერის“ მთელი გუნდი, ასევე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი გადაცემების და გასართობი შოუების გუნდები ტელევიზიას დატოვებენ.
აღნიშნული ინფორმაცია „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტმაც დაადასტურა.
შეგეხსენებთ, რომ ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც 11:00 საათზე დაიწყო. პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში ტელეკომპანიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.