სასამართლოს წინაშე გამოძიების ეტაპზე მოწმე პირველად დაიკითხა

პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის დაკითხვა მოსამართლის თანდასწრებით განხორციელდა.

როგორც „ინფო 9“-ს თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, 27 თებერვალს თბილისის პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიას მიმართა შუამდგომლობით, გამოძიების ეტაპზე, მოსამართლის წინაშე პირის მოწმედ დაკითხვის შესახებ.

„გამოძიება დაიწყო ნარკოტიკული დანაშაულის ფაქტზე და ვინაიდან, მოწმე განუსაზღვრელი ვადით ტოვებდა საქართველოს ტერიტორიას ბრალდების მხარემ მისი დაკითხვა სასამართლოს წინაშე განახორციელა“,- აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, სასამართლოს წინაშე პირის მოწმედ დაკითხვა დახურულ სხდომაზე მიმდინარეობს.

Comments
Loading...