სასამართლოში ქიბარ ხალვაშისა და რუსთავი 2-ის საქმის მორიგი განხილვა დაიწყო

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვა იწყება, სადაც ერთ-ერთი მოპასუხე მხარე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ლევან სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი შოთა ივანაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ სარჩელში მოსარჩელე მხარის მიერ მტკიცებულებად დართული დასკვნა არის სწორი მეთოდოლოგიით დაანგარიშებული.

Leave A Reply

Your email address will not be published.