სასამართლოში “რუსთავი 2”-ის პროცესი დაიწყო

“რუსთავი2”-ის წინააღმდეგ ბიზესმენ ქიბარ ხალვაშის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი განახლდა. სასამართლოს სხდომა “რუსთავი 2”-ის ადვოკატების
ახსნა-განმარტებით დაიწო, რის შემდეგადაც იგეგმება კითხვა-პასუხის ეტაპი. დღესვე დაგეგმილია ექსპერტის დაკითხვა, რომელმაც “რუსთავი 2”-ის ქონების საბაზრო ღირებულებებზე შეადგინა დოკუმენტაცია.
როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, სწორედ ამ ექსპერტის შეფასებით მოხდა “რუსთავი 2”-ის ქონება 7 მილიონად შეფასება, ხოლო გასხვისება მოხდა 250 ათასად.
მოსარჩელე მხარის კიდევ ერთი ადვოკატის, კახა მჭედლიშვილის თქმით, ექსპერტი დაადასტურებს, რომ მის მიერ გაკეთებული დასკვნა არ იყო ყალბი.
მოსარჩელე მხარის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ დღეს პროცესი დასრულდება, თუ “რუსთავი 2”-ის მხარე კვლავინდებურად არ შეეცდება, პროცესი გააჭიანუროს.
პროცესის გაჭიანურების შესახებ “რუსთავი 2”-ის იურისტის, დიმიტრი საძაგლიშვილის მტკიცებით კი, საქმეში ერთადერთი დასკვნაა, რომელიც ყალბ მასალებზეა აგებული. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე გამართლების იმედი აქვს.

Leave A Reply

Your email address will not be published.