„სასაცილოა, ჩვენ ხომ ყველანი დედიშობილა ვიბადებით“ – სოსო ჯაჭვლიანის რეაქცია შიშველი მამაკაცის ფოტოზე

ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტოს, სადაც ახალგაზრდა მამაკაცი სვანური კოშკების ფონზე შიშველი დგას, სოსო ჯაჭვლიანი იუმორით შეხვდა.


შიშველი მამაკაცის ფოტოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღნიშნულმა ფაქტმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის და განსაკუთრებით კი, სვანების უკმაყოფილება გამოიწვია.

ფაქტიდან რამდენიმე დღეში, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ადგილობრივები რუდოლფ ა.-სთან მიღწეულ ურთიერთშეთანხმებაზე საუბრობენ. ახალგაზრდა მამაკაცი კი, ვიდეოში ბოდიშს იხდის.

Comments
Loading...