საშობაოდ მოსალოდნელ ტერაქტებზე აფრთხილებს ამერიკელებს ფედერალური საგამოძიებო ბიურო

აშშ-ის მოსახლეობას “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდამ, საშობაოდ ტერაქტების შესაძლო განხორციელების შესახებ აფრთხილებს ფედერალური საგამოძიებო ბიურო.

“გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცნობილია რამდენიმე ონლაინ გამოცემა, რომელიც ამერიკული ეკლესიების მიმართ თავდასხმების მოწოდებას შეიცავს. ფედერალური ბიურო აკვრიდება ვითარებას და არკვევს, რამდენად რეალურია აღნიშნული საფრთხეები”, – ნათქვამია გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფო” საშობაოდ თავდასხმების განხორციელებას ევროპაშიც გეგმავს. 19 დეკემბერს, ბერლინში ტერორისყული აქტი განხორციელდა, რასაც 12 ადამიანი შეეწირა, 48 კი დაშავდა.

Comments
Loading...