სასწრაფოდ – ახალი ვირუსი “ფეისბუქზე” და მასთან ბრძოლის მეთოდები

“ფესიბუქში” ახალი ვირუსი გავრცელდა. ახალი ვირუსი ფეისბუქზე ქმნის 100-150 კაციან ხელოვნურ ჯგუფს. აღნიშნულ ჯგუფში ვრცელდება ავტომატურ რეჟიმში დავირუსებული ლინკი, რომელზეც გადასვლის შემთხვევაში ფეისბუქის ექაუნთი ვირუსდება, რაც იწვევს ჯაჭვურ რეაქციას მეგობრებში.

რეკომენდაციისთვის, ჩვენ დავუკავშირდით სპეციალისტებს, რომლებმაც გვირჩიეს:

არავითარ შემთხვევაში არ გავხსნათ გამოგზავნილი ლინკი
წავშალოთ, ძველი უსარგებლო და უცნობი აპლიკაციები, რომლებიც შეიძლება იყოს დაინფიცირების წყარო
მოვშალოთ არსებული ვირუსები თქვენი თაიმლაინიდან
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დისკომფორტი და უხერხულობა, სოციალური ქსელის გამოყენებისას დაუკვირდით, თუ რომელ აპლიკაციებს ეთანხმებით, ასევე რომელ ვებ-გვერდზე გადაყავხართ და აგრეთვე შესაძლებელია საერთოდ დაბლოკოთ აპლიკაციების დაყენება და სხვადასახვა თქვენთვის უცნობ ვებ-გვერდებზე ფეისბუქით ავტორიზება. ამით თქვენს სოციალურ ქსელს რიგ ფუნქციებს მოაკლებთ, თუმცა, უფრო დაცული იქნებით დავირუსებისაგან.

Comments
Loading...