სასწრაფოდ!!! ამერიკაში მატარებელი რელსებიდან გადმოვარდა

ბრუკლინში, სარკინიგზო შემთხვევის შედეგად, სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავარდა. ნიუ-იორკის მეხანძრე მაშველების ინფორმაციით, მომხდარის გამო 76 ადამიანი დაშავდა.

ტელეკომპანია „ენ-ბი-სის“-ის ინფორმაციით, შემთხვევა ადგილობრივი დროით დილით, დაახლოებით 08:30 საათზე მოხდა. დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამ დროისთვის მომხდარის მიზეზები ზუსტდება.

 

IPN.GE

Comments
Loading...