სასწრაფოდ! სკანდალური ინფორმაცია -“რა შეუთვალა ილია მეორემ ივანიშვილს საარჩევნო სიასთან დაკავშირებით”

რა შეუთვალა ილია მეორემ ბიძინა ივანიშვილს? – ამ სათაურით გაზეთი “ალია“ რუბრიკაში “კულუარები“ სტატიას აქვეყნებს და ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს საარჩევნო სიასთან დაკავშირებით კონკრეტული თხოვნით მიმართა. “წყარო აცხადებს, რომ რესპუბლიკელებს“ აქვთ ინფორმაცია, რომ შესაძლოა, “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში მოხვდეს სანდრო ბრეგაძე, რაზეც ივანიშვილს უთქვამს, ეს ნედლი თემაა, ჯერ ახალი წამოჭრილია და სალაპარაკოდაც არ ღირსო. წყარო აცხადებს, რომ ივანიშვილს “რესპუბლიკელებმა“ კვლავ შეახსენეს თავიანთი ათასგზის ნახმარი კოზირი – “ქართულ ოცნებაში“ ჩვენ დავალაგეთ საგარეო ურთიერთობა და კოალიციის ფლაგმანი საგარეო ურთიერთობებში სწორედ ჩვენი პარტიააო. თუმცა ეს კოზირი ივანიშვილს შორს დაუჭერია და უთქვამს, მსოფლიო პოლიტიკაში ისე იცვლება ვითარება, იმდენად ელვისებური და მოულოდნელი ცვლილება ხდება, შესაძლოა, ეგ თქვენი ფლაგმანობა არათუ რამეში გამოგვადგეს, პირიქით, საერთო საქმე წამიხდინოსო. წყარო აცხადებს, რომ “რესპუბლიკელებმა“ ამჯერად ივანიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში -იან კელი, სხვა გავლენიანი ქვეყნების ელჩები და ასევე გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების მესვეურნი მიუსიეს. თუმცა იან კელი, როგორც წყარო აცხადებს, მოვლენების წინ გასწრებას არ აპირებს, მან ჯერ არ იცის, იქნებ ამერიკის ხელისუფლებამ სწორედ ირაკლი ალასანიაზე დადოს ფსონი და არა “რესპუბლიკელებზე“. წყაროს თქმით, ეს ირაკლი ალასანია ამერიკაში ვიზიტის საბოლოო შედეგებს და, შესაბამისად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მითითებებს ელოდება. შეიძლება ითქვას, ამ მომენტისთვის, “რესპუბლიკელები“ ჰაერში არიან და არც ბიძინა ივანიშვილისგან აქვთ კონკრეტული,დადებითი პასუხი და არც თავიანთ პატრონებად შეგუებული ამერიკელებისგან. წყარო იმასაც აცხადებს,რომ ბიძინა ივანიშვილს პატრიარქმა შეუთვალა,ოღონდ ეროვნულ ძალებს ნუ ამოყრი საარჩევნო სიიდან, საარჩევნოდ გვერდში დაგიდგებითო. როგორც “ალია“ იუწყებოდა, კვლავ ძალაში რჩება პატრიარქისა და ბიძინა ივანიშვილის მომავალი დაგეგმილი შეხვედრა, სადაც არა მხოლოდ საარჩევნო საკითხები უნდა განიხილონ“, – წერს გაზეთი “ალია“. წყარო: exclusivenews.ge

Comments
Loading...