სასწრაფოდ:ქუთაისის მერიის თანამშრომელი დააკავეს
ქუთაისის მერიის თანამშრომელი, საბა ჟორჟოლიანი, საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებული იქნა . როგორც ჩვენი წყარო შემთხვევის ადგილიდან გვატყობინებს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჟორჟოლიანმა იქვე გაჩერებული მანქნა დააზიანა. კონკრეტულად კი, მანქნას ფანჯრები წიხლით დაულეწა და აღნიშნულ მანქანას დაზიანებები მიაყენა . შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით აღიძრება.
აღნიშნული კოდექსის ეს მუხლი ითვალისწინებს შემდეგს :
მუხლი 187. ნივთის დაზიანება ან განადგურება
+
1. სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, –
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული ქმედება, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან თორმეტ წლამდე.
QUTAISITODAY