სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ დღეს ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. ციფრული მაუწყებლობის რეფორმის შემაჯამებელ ღონისძიებას ასევე საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, არასამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან.

Comments
Loading...