სასულიერო პირების, ქურდების, მეძავებისა და სპეცსამსახურის ფარული კავშირები

როდის დასრულდება ან საერთოდ დასრულდება თუ არა „ციანიდის სკანდალი“? – ეს, ამ ეტაპზე, პასუხგაუცემელი კითხვაა. ზოგი თვლის, რომ იმ შემთხვევაში, თუ დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ალაპარაკედბა, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, მაგრამ ისინი, ვინც საეკლესიო ინტრიგებს ზედმიწევნით კარგად იცნობენ, „ნიუპოსტთან“ კონფიდენციალური საუბრის დროს ამბობენ, რომ დეკანოზის აღიარება საქმეს ნათელს კი არ მოჰფენს, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო ბევრ კითხვის ნიშანს გააჩნენს.

„რასაც ახლა გეტყვით, ისე არ ჩათვალოთ, რომ მხოლოდ ჩემი პირადი აზრია. ამის შესახებ ბევრმა იცის, მაგრამ ბოლოდროინდელი სკანდალის მიუხედავად, ხმამაღლა ლაპარაკს ერიდება, რადგან საქმე ჯერ ერთი, ეკლესიას ეხება, რომელიც საქართველოს დამოუკდიებლობის აღგენის შემდეგ, მოსახლეობის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მეორეც, არ არსებობს ერთი კონკრეტული მტკიცებულებაც კი, რომლითაც ყველაფერ იმის დადასტურება მოხერხდება, რის თაობაზეც ლაპარაკს დღეს ვაპირებ, – ეუბნება „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყარო, რომელიც ამავე კონტექტსში სამიწლისწინანდელ ამბავს იხსენებს, – 2014 წლის ზაფხულში, სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გადადგომის შესახებ თითქოს განცხადება დაწერა. ამის თაობაზე „ფეისბქუში“ მხოლოდ სტატუსები კი არ იწერებოდა, არამედ, ე.წ. სრული ტექსტით „ქვეყნდებოდა“, რომელიც თითქოს უწმინდესის მიერ იყო დაწერილი. ვერ გეტყვით, რომ უწმინდესის გადადგომა ვინმემ დაიჯერა, მაგრამ საზოგადოება დაიზაფრა. ზოგადად, მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორიას პატრიაქრის გადადგომის პრეცედენტი არ ახსოვს. მეტსაც გეტყვით, იგივე კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოხდა, რომ რამდენიმე წლის წინ, რომის პაპი გადაგა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. ამიტომაც მგონია, რომ ჩვენი პატრიარქის შესაძლო გადადგომაზე თავის დროზე ატეხილი აჟიოტაჟის უკან სპეცსამსახურები იდგნენ. ეჭვი არც მაშინ შემპარვია და არც ახლა მეპარება, რომ უწმინდესის გადადგომის პროვოკაცია მოსკოვში დაიგეგმა. ასევე, იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ „ციანიდის საქმე“, რაღაც ფორმით, სწორედ მოსკოვს უკავშირდება… რუსულ სპეცსამსახურებს ახასიათებთ – ვიდრე თემას „შემოაგდებენ“, განვითარების მთელი მოდელი აქვთ აწყობილი. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც კრემლის ინტერესებშია, ეროვნული და რელიგიური შუღლის გასაღვივებლად რუსული სპეცსამსახურების უზარმაზარი ანალიტიკური დეპარტამენტები მუშაობენ. ამ კონტექტსში, „ციანიდის საქმეც“ შეიძლება, მიზანმიმართულ ქმედებად, უფრო სწორად, გარკვეულ მოსინჯვად ჩავთვალოთ, ანუ აინტერესებდათ, როგორ შეხვდებოდა საზოგადოება საპატრიაქროში დაწყებულ არეულობას და ამას ქვედა დინებები მოჰყვებოდა თუ არა.

„ნიუპოსტის“ რესპოდენტი, რომელიც თავის ვინაობას მხოლოდ იმ მოსაზრებით არ ამხელს, რომ სპეცსამსახურული წარსული აქვს და შესაბამისად, მისი სახელისა და გვარის გაჟღერებას შესაძლოა, სხვა კუდები გამოებას, აღნიშნავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს უშიშროების კომიტეტში სპეციალური განყოფილება არსებობდა, რომელსაც სასულიერო პირების მეთვალყურეობა ევალებოდა.

„ამ განყოფილების თანამშრომლები ეკლესიის მსახურებთან აგენტურულ-ოპერატიულ მუშაობას აწარმოებდნენ და ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ ეკლესიაში საბჭოთა სუკ-ი თავის ხალხსაც უშვებდა. პირადად მე, რამდენიმე მღვდელი ვიცი, რომელიც ეკლესიაში თავის დროზე სწორედ „კა-გე-ბე“-მ ჩანერგა. მათი „დავერბოვება“ კი – არც მეტი, არც ნაკლები – ციხეში მოხდა, ანუ ეს პირები ჩვეულებრივი კრიმინალები იყვნენ, მაგრამ „შავ სამყაროში“ მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტით არ სარგებლობდნენ, რადგან ზონის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობაში იმთავითვე იყვნენ შემჩნეულები. მერე, რამდენიმე „სროკი“ რომ მოიხადეს, ცოდვები თითქოს მოინანიეს და ეკლესიაში წავიდნენ. ახლა, რომ გითხრათ, მათ სასულიერო აკადემია დაამთვარეს და სპეციალური განათლება მიიღეს-მეთქი, რასკავირველია, არ დაიჯერებათ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ „ქუჩის ავტორიტეტებმა“ ანაფორა ისე ჩაიცვეს, რომ მორჩილებიც არ ყოფილან შესაბამისად, ყველა გონიერ ადამიანს გაუჩნდება ეჭვი, რომ ისინი მღვდლებად ვიღაცის დახმარებით ეკურთხნენ. ეს „ვიღაც“ კი, დიდი ალბათობით, სპეცსამსახურია.

ისე, ყურადღება იმასაც მიაქციეთ, რომ მღვდლები, რომლებიც არცთუ შორეულ წარსულში „კაი ბიჭები“ იყვნენ, უცებ გაპიარდნენ,“ – უყვება „ნიუპოსტს“ წყარო, რომელიც ამბობს, რომ ამ მამაოების ნაწილს სხეულზე ისეთი სვირინგებიც აქვს, რაც „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებისთვის არის დამახასიათებელი.

„ამ მამაოებიდან ერთ-ერთი იმთავითვე ასლან აბაშიძესთან იყო დაკავშირებული. ასევე, კარგი ურთიერთობა ჰქონდა და აქვს ლევან ვასაძესთან. თავისთავად საინტერესოა, რომ „ციანიდის სკანდალზე“ ლევან ვასაძეს, რომელიც ბოლო წლებში ქართული ზნეობისა და, ზოგადად, ქართველობის დამცველად გვევლინება, კომენტარი არ გაუკეთებია. ამის ახსნა, ალბათ, იმით შეიძლება, რომ წყალი „სნო“, როგორც ცნობილია, საპატრიარქოს მფარველობის ქვეშ არის. ამ ბიზნესის უკან კი, ჩემი ინფორმაციით, სწორედ ვასაძე დგას. შესაბამისად, თუ დავუშვებთ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს „ციანიდის საქმე“ იმიტომ აუგორეს, რომ ის საპატრიარქოში გამეფებული კორუფციისა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მხილებას აპირებდა, მაშინ არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ იგივე ვასაძის ინტერესებში ამ თემაზე საჯარო აქტიურობა არ შედის და ურჩევია, სანამ ვნებები არ დაცხრება, ჩრდილში იყოს, მერე კი გამოვა და, როგორც სჩვევია, საზოგადოებას ჭკუის სწავლებას დაუწყებს, ,“ – ამბობს „ნიუპოსტთან“ საუბრის დროს კონფიდენციალური რესპონდენტი, რომლის მონაყოლშიც შესაძლოა, ბევრს ეჭვი შეეპაროს, მაგრამ იმის თაობაზე, რომ უშიშროება ეკლესიის ცალკეულ წარმომადგენლებს მართავს, ხმები სხვა დროსაც გავრცელებულა. ბოლოს და ბოლოს, იგივე „ნაციონალური“ მმართველობის დროს, გვახსოვს, სოსო თოფურიძე საპატრიაქროს ხშირ-ხშირად სტუმრობდა და როგორც მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, სინოდის რამდენიმე სხდომაზე დასწრებაც მოისურვა.

ამას გარდა, ქართულ ბეჭდურ თუ ინტერნეტმედიაში შეფარვით იმის შესახებაც გასულა ინფორმაცია, რომ ე.წ. რუსული ფული საქართველოში ეკლესიის გავლით შემოდიოდა. „ნიუპოსტმა“ ამის შესახებ ფარულ წყაროს ჰკითხა, რომელმაც მოარული ხმები პირდაპირ არ დაადასტურა, მაგრამ აღნიშნა, რომ გამორიცხული არაფერია.

„ლოგიკას თუ გავყვებით, ეს ძალიან მარტივი სქემაა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ ეკლესიის იგივე ფინანსების შემოწმების უფლება სახელმწიფოს მაკონტროლებელ ორგანოებს არ აქვთ. სხვათა შორის, პირადად მე, არ გამოვრიცხავ, რომ „ციანიდის სკანდალის“ ერთ-ერთი მიზანი ის იყო, რომ ეკლესიაში პროკურატურა შესულიყო. იმას არ ვამბობ, რომ ვინმეს კეთილი მიზნები ამოძრავებდა და ფინანსური მაქინაციების გამოაშკარავების მიზანი ჰქონდა, მაგრამ თუ საპატრიაქროში რომელიმე სახელმწიფო, იგივე სპეციალური სამსახური შეაღწვდა, სამღვდელოებაზე მუშაობა გაუადვილდებოდა. არადა, თუ გვინდა, რომ ნორმალური ქვეყანა ავაშენოთ, ეკლესიის მსახურების ოპერატიულ წყაროებად არ უნდა ვიყენებდეთ“ – განმარტავს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც აქვე ერთ საინტერესო დეტალსაც იხსენებს, ანუ დამალული არასოდეს ყოფილა, რომ წლების წინ, ხელისუფლებამ უმაღლესი იერარქიის მღვდელმთავრებს ძვირადღირებული ავტომანქანები აჩუქა. ჰოდა, ჩვენი წყარო უშვებს ალბათობას, რომ ამ მანქანებში ფარული მოსასმენი და გადამღები აპარატურა ყოფილიყო დამონტაჟებული.

„იმას არ ვამბობ, რომ ათ მცნებას ყველა სასულიერო პირი არღვევს, მაგრამ არიან ისეთები, რომლებიც, მინიმუმ, მრუშობენ. მრუში მღვდელი კი ხალხისთვის მიუღებელია. ჰოდა, ამ შემთხვევშიც, სპეცსამსახური სასულიერო პირების გადასაბირებლად შესაძლოა, სწორედ პირად ცხოვრებას იყენებდა და იყენებს. ისიც გამიგია, რომ იგივე 17 მაისს, ეკლესიის ცალკეული მსახურები ზუსტად ასეთი პრიადი კადრებიით დააშანტაჟეს და უთხრეს, რომ თუ ქუჩაში არ გავიდოდნენ, ინტერენტში მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოები გავრცელდებოდა. იმისთვისაც მომიკრავს ყური, რომ ამ „ოპერაციას“ ერთ-ერთი ეკლესიის წინამძღვარი ხელმძღვანელობდა,“ – ამბობს „ნიუპოსტის“ წყარო, რომელიც დეტალების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ სიტუაცია ისეთაც მყიფეა და სიღრმეებში წასვლამ შესაძლოა, მოვლენები კიდევ უფრო დრამატული გახადოს. სხვათა შორის, იმის თაობაზე, რომ სპეცსამსახური მღვდლებზე „სექსუალურად ნადირობს“, ამ დღეებში ყურადღება „ქრონიკა+“-ის მთვარმა რედაქტორმაც გაამახვილა და ელისო კილაძემ სოცქსელში დაასტატუსა, რომ სუს-მა მამაოებს „პუტანკები“ მიუგზავნა. „ნიუპოსტის“ წყარო ამბობს, რომ ეს ძველი, კომუნისტებისდროინდელი მეთოდია და არაფერი უკვირს.

რაც შეეხება სასულიერო პირებისთვის მანქანების ჩუქებას, ახლახან, „ფეისბუქში“ მამა ანთიმოზმა შემდეგი სტატუსი დაწერა: „21 თებერვალი ჩემთვის ისტორიული დღეა – მგონი, ჯადო მომეხსნა, სიცოცხლეში პირველად ვიღაცამ რაღაც ღირებული მაჩუქა – „ტოიოტა-კამრა“

 

 

newposts.ge

Comments
Loading...