ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ თუ საჭირო იქნება, აშშ მზად არის ევროპაში რუსეთს ებრძოლოს.
ამის შესახებ გენერალმა აშშ-ს წარმომადგენლობით პალატაში, სადაც ევროპაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ზომებს განიხილავდნენ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ, რომ თუ აუცილებელი იქნება, ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ“, – აღნიშნა გენერალმა.