სათვალთვალო კამერის ჩანაწერი – ავარია სასტუმროსთან ისანში

ისნის რაიონში, ბაღდადის ქუჩაზე ყვითელი ავტობუსი სასტუმრო „რიჩის“ ღობეს დაეჯახა და ეზოში შევარდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მუნიციპალური ავტობუსის 16 მგზავრი და ერთი ქვეითი მსუბუქად დაზიანდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაზარალებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაწყებულია. გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

Comments
Loading...