სატრანსპორტო კომპანია ისანში მომხდარი ავარიის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ისნის რაიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა“ და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

„ისნის რაიონში, ბაღდადის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსის 16 მგზავრი და ერთი ქვეითი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაზარალებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და დაუყოვნებლივ  გადაიყვანეს  უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა“ და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს“, – აცხადებენ კომპანიაში.

Comments
Loading...