საუდის არაბეთმა ისლამური სამხედრო კოალიცია შექმნა

საუდის არაბეთმა ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით ისლამური სამხედრო კოალიცია შექმნა. როგორც “დოიჩე ველე” იტყობინება, ახალ სამხედრო ალიანსში 34 ქვეყანა გაწევრიანდა.

ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების გარდა, კოალიციაში მალაიზია, პაკისტანი, თურქეთი და რამდენიმე აფრიკული სახელმწიფო გაწევრიანდა.

ერ-რიადში კოალიციის ერთობლივი ოპერატიული ცენტრი გაიხსნა, რომელიც ალიანსის წევრების სამხედრო ქმედებების კოორდინირებას მოახდენს.

ერთობლივი განცხადების თანახმად, სამხედრო ალიანსის ქვეყნები მზად არიან დაიცვან “ისლამური ერები” ტერორისტული ჯგუფებისგან და ორგანიზაციებისგან.

Comments
Loading...