საუდის არაბეთში, 12 მილიონიან ცხენს, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯიან?

საუდის არაბეთში, 4 წლის, 12 მილიონად შეფასებულ დოღის ცხენს, სახელად “საჩუქარს”, რომელიც პრინც ალველიდ ბინ თალალის საკუთრებაა, სასიკვდილო განაჩენი მას შემდეგ გამოუტანეს, რაც მომვლელებმა აღმოაჩინეს, რომ თავისივე სქესის ცხენთან ჰქონდა სექსუალური კავშირი. ცხენს, რომელმაც პატრონს მარტო ბოლო სეზონში 6 მილიონ დოლარზე მეტი მოაგებინა, სიკვდილით 28 ნოემბერს დასჯიან.

“ჰომოსექსუალიზმი ეს ავადმყოფობაა, რომლის შესახებაც მეცნიერებამ ძალზე ცოტა რამ იცის”, – განაცხადა შეიხმა ალ აბდულრახმან ალსანადმა, რომელიც წარმოადგენს მანკიერებათა წინააღმდეგ მებრძოლ კომიტეტს. ამ კომიტეტის ძირითადი საქმე სწორედ ჰომოსექსუალიზმთან ბრძოლაა. “ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სამეფო ამგავრი ინფექციებისგან ყოველგვარი ხერხით, ეს შეეხება ჩვენი ცხოველების დაცვასაც. ყველაფერს გავაკეთებთ, გავიღებთ ყოველგვარ მსხვერპლს, რათა დავიცვათ ჩვენი მიწის სიწმინდე”. – განაცხადა შეიხმა.

კომიტეტის წარმომადგენლებმა ცხოველის დასჯის განაჩენს ხელი ტელეკამერების წინ მოაწერეს, რათა საყოველთაოდ გაევრცელებინათ ინფორმაცია, თუ რა ზომების იღებენ ჰომოსექსუალიზმისგან თავის დასაცავად.


ცხოველთა დაცვის ერთ-ერთი ამერიკული ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყოველწლიურად საუდის არაბეთში 25 000-დან 35 000-მდე ცხოველს სდებენ ჰომოსექსუალიზმში ბრალს, ეს შეეხება ძაღლებს, კატებს, ცხენებს, აქლემებს, რომელთაც რიგ შემთხვევაში ბრბოს წინაშე ქვებით ქოლავენ, ზოგჯერ კი ევთანაზიას იყენებენ.

ათობით ამერიკელი და ევროპელი, ცხენების მეპატრონე ცდილობს გადაფიქრებინოს არაბებს ცხენის დასჯა და როგორმე გამოისყიდოს “საჩუქარი”, თუმცა ამაოდ…

Leave A Reply

Your email address will not be published.