სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასი საშუალოდ, 2.48 ლარს შეადგენს

აშშ დოლართან მიმართებაში ლარის გაუფასურების მიუხედავად, ბაზარზე ეროვნული ვალუტა მცირედით გამყარდა.

კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში დოლარის ფასმა საშუალოდ, 2.50 ლარამდე დაიწია.

11:00 საათის მონაცემებით, „საქართველოს ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.51 ლარადაა შესაძლებელი, „თიბისი ბანკში“ – 2.50 ლარად; „ლიბერთი ბანკშიც“ – 2.50 ლარად; „ვითიბი ბანკში“ 2.50-ად, ხოლო „პროკრედიტ ბანკში“ 1 აშშ დოლარს მომხმარებელი 2.50 ლარად შეიძენს.

ამასთან, 1 აშშ დოლარს კომერციული ბანკები 2.43-2.44 ლარის ფარგლებში ყიდულობენ.

რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, აქ მომხმარებელი აშშ დოლარს საშუალოდ, 2.45-2.48 ლარის ფარგლებში შეიძენს.

აშშ დოლართან მიმართებაში ლარი კვლავ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, დღეს 1 აშშ დოლარი 2.4899 ლარი ღირს, გუშინდელი კურსით კი, უცხოური ვალუტის ფასი 2.4773 ლარი იყო.

ლარის გაუფასურების პარალელურად, ეროვნული ვალუტა ბაზარზეც გაუფასურდა და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 2.52 ლარს მიაღწია. გუშინდელი გაუფასურების შემდეგ კი, დოლარის ფასმა ბაზარზე მცირედით – საშუალოდ, 2.50 ლარამდე დაიწია.

Comments
Loading...