“სავარაუდოდ მოკლულია,”- ქირიას მკვლელობაზე მთავარი პროკურორის მოადგილე საუბრობს

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები ვაჟა-ფშაველას მეშვიდე კვარტალის 24-ე კორპუსში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ცხედარი გუშინ დღის ბოლოს ნახეს.

ადგილზე მივიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და დაღუპულის ოჯახის წევრები. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ დაღუპული ვახტანგ ქირიაა.

შემთხვევის ადგილზე კომენტარი გააკეთა მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გაბიტაშვილმა. ის ამბობს, რომ ქირია სავარაუდოდ მოკლულია.

Comments
Loading...