სავარაუდოდ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ახალ პოლიტიკურ ჯგუფს ქმნის

როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, სავარაუდოდ, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, წინასაარჩევნოდ ახალ პოლიტიკურ ჯგუფს ქმნის

„რა ინტერესი აქვთ, ძალიან მალე გამოჩნდება. მგონია, რომ ახალი პოლიტიკური გადაჯგუფებები იწყება და არჩევნების წინ რაღაც ახალი პოლიტიკური გაერთიანება კეთდება მარგველაშვილის ირგვლივ. მე მესმის საზოგადოების, რომ აი, ამხილა კორუფციაში… – ბუნებრივია, საზოგადოების გულის მოგება ამითი დროებით მოხდება, მაგრამ გაივლის დრო და ეს ყველაფერი ზედაპირზე აღმოჩნდება.

მე არ მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა, თუნდაც ახალი პოლიტიკური ძალა, ასეთნაირად უნდა იმკვიდრებდეს თავს. ყველაფერი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობას. ჯერ დაამტკიცე, რომ ეს ასეა და მერე ილაპარაკე და არა წინმსწრებად, პირდაპირ რომ შეფასებებს აკეთებ და მტკიცებულებებს არ დებ.

ძალიან ცუდია, რომ ასეთი სახით ფიქრობს ახალი პოლიტიკური ძალა არენაზე გამოსვლას. ეს არის ჩემი ვარაუდი. შეიძლება ეს ასე არ არის და სხვა რამ დევს ამის უკან, მაგრამ ჯერჯერობით, მე მგონია, რომ მარგველაშვილი თავის ირგვლივ ახალ პოლიტიკურ ჯგუფს ქმნის, რომელიც, რატომღაც, ასეთი ფორმით იწყებს არენაზე გამოსვლას.

მე არ ვიცი, რა ხდებოდა შეწყალების კომისიაში და არ გამოვრიცხავ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, შესაძლებელია, არსებულიყო კორუფცია, მაგრამ ჩემთვის არ არის საკმარისი ის მოტივები, რასაც ელისაშვილი ამბობს, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მალავდა ამ ინფორმაციას, როდესაც მან გადასარევად იცოდა პროცედურები, როგორ უნდა მომხდარიყო ამის მხილება, თუკი მას ამის არგუმენტები გააჩნდა. ალბათ, იქნება გადასვლებიც. იმის წინააღმდეგი არ ვარ, რომ ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდეს – გაჩნდეს, ბატონო, უბრალოდ, არ არის ლამაზი ასეთი ფორმით გამოსვლა არენაზე. მესმის, რომ უცბად ატყდა დიდი პიარი, მაგრამ მიზნისთვის არ შეიძლება ყველა გზა იყოს გამართლებული“, – განაცხადა კაკაბაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.