სავარაუდოდ, სიცივით თბილისში 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

სავარაუდოდ, სიცივით თბილისში 39 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ იყო თუ არა მიზეზი გაყინვა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. სხეულის მოყინვის დიაგნოზით კი ოთხ პაციენტს მკურნალობენ დამწვრობის ცენტრში. განსაკუთრებით მძიმეა 68 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ქვედა კიდურები მოეყინა. მას სავარაუდოდ ქირურგიული ჩარევა დაჭირდება. ოპერაცია უკვე ჩაუტარდა ასევე ორ პაციენტს. არც ერთი მათგანი არ არის უსახლკარო. მათ სხვადასხვა ვითარებაში მოეყინათ სხეული და ექიმების განმარტებით, ვითარების გართულება დაგვიანებულმა მიმართვიანობამ განაპირობა.. შინაგან საქმეთა სამინისტროში გარდაცვალების ფაქტს ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ იყო თუ არა მიზეზი გაყინვა, ამას ექსპერტიზა დაადგენს. საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. სხეულის მოყინვის დიაგნოზით კი ოთხ პაციენტს მკურნალობენ დამწვრობის ცენტრში. განსაკუთრებით მძიმეა 68 წლის მამაკაცის მდგომარეობა, რომელსაც ქვედა კიდურები მოეყინა. მას სავარაუდოდ ქირურგიული ჩარევა დაჭირდება. ოპერაცია უკვე ჩაუტარდა ასევე ორ პაციენტს. არც ერთი მათგანი არ არის უსახლკარო. მათ სხვადასხვა ვითარებაში მოეყინათ სხეული და ექიმების განმარტებით, ვითარების გართულება დაგვიანებულმა მიმართვიანობამ განაპირობა.

Comments
Loading...