“სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში იქნა შესრულებული”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროკომისართან იოჰანეს ჰანთან შეხვედრაზე საუბარი, საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას შეეხო.

“ჩვენ ხაზი გავუსვით სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის, მოსახლეობისთვის. ესაა უდიდესი საკითხი, რომელიც ჩვენ ძალიან დაგვეხმარება. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან დადებითი ჩვენი ურთიერთობებისთვის. ჩვენმა მთავრობამ ძალისხმევა არ დააკლო და ყველა ის ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში იქნა შესრულებული. ახლა ჩვენ ველოდებით ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილებას”, – განაცხადა პრემიერმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.