საზარელი მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე

ლანჩხუთელმა 30 წლის გ. დოლიძემ ცოლი ნ. კილასონია მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
დოლიძე და მისი მეუღლე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანიდან იყვნენ, თბილისში კი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.
როგორც გამგებლის წარმომადგენელი ნიგოითის თემში, ვასილ აბუსერიძე “გურიის მოამბესთან” ამბობს, ოჯახი თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა და მათ ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩათ.
შემთხვევა ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მოხდა.
მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.
ოჯახი სოციალურად შეჭირვებულ კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
ფაქტს თვითმხილველები არ ჰყავს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქალბატონის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, ხოლო მამაკაცზე – 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით.
«უკან

Leave A Reply

Your email address will not be published.