საზარელი ფაქტი კახეთში – შვილმა მოხუც დედასთან, სავარაუდოდ, სექსუალური კავშირის დამყარება სცადა

“ნიუპოსტისთვის” ლაგოდეხში მომხდარი შემზარავი ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც კახეთიდან გვატყობინებენ, შუახნის მამაკაცმა მოხუც დედასთან, სავარაუდოდ, სექსუალური კავშირის დამყარება სცადა.

არსებული ინფორმაციით, მოხუცმა შვილისგან თავის დაღწევა შეძლო და ლაგოდეხის პოლიციას მიმართა. შეტყობინების შესვლიდან მალევე სამართალდამცავებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

როგორც “ნიუპოსტს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს.

ჩვენი ინფორმაციით, მამაკაცი მოხუც დედასთან ერთად მარტო ცხოვრობდა.

წყარო: newposts.ge

Comments
Loading...