“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის პოსტზე 5 კანდიდატურა განიხილება

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.

კონკურსში ნინო ზაუტაშვილმა – 5,ზაალ ანჯაფარიძემ და ვასილ მაღლაფერიძემ – 6-6, თინათინ ბერძენიშვილმა და ნათია კუპრაშვილმა – 8-8 ხმა მიიღეს.
მეორე ტურში გადასული კანდიდატები 4 და 5 იანვარს საკუთარ კონცეფციებს წარადგენენ, საბოლოო კენჭისყრა 6 იანვარს გაიმართება.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის სურვილი 15-მა კანდიდატმა გამოთქვა.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭომ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი 2016 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა. მსურველთა განცხადებების მიღება 28 დეკემბერს დასრულდა.

Comments
Loading...