“სეირებში მონაწილეობას არ ვაპირებ“, – ელისაშვილი ბესელიას პასუხობს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია არ დაესწრება. შეხვედრაზე მისვლას არც ალეკო ელისაშვილი აპირებს. საკრებულოს დეპუტატი დღევანდელ სხდომას ეკა ბესლიას მიერ დანიშნულს უწოდებს.

უმცირესობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ბესელიას სურს შეწყალების სკანდალური საქმე გადაიფაროს.

დღეს პარლამენტში ე.წ. პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები მივლენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ე.წ. შეწყალების სკანდალთან დაკავშირებითაც იმსჯელებენ.

„მე პარლამენტისგან ველოდები, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია და ეს საკითხი დაისვას, რომ ამ საქმეს მოყვეს სამართლებრივი გაგრძელება. სეირებში მონაწილეობას მე არ ვაპირებ,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Comments
Loading...