სენაკის სკოლის მოსწავლეები NASA-ში გაემგზავრებიან

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებული გუნდი „Smart Kids“ NASA-ში გაემგზავრება. გამარჯვებული გუნდის წევრები სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები არიან. ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლიან. კონკურსი პროექტის ,,გეოლოგიური საფრთხეები” ფარგლებში ჩატარდა.

Smart Kids – მა გამარჯვება მეწყერის პროგნოზირებადი ხელსაწყოთი მოიპოვა.

წელს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მეორე ადგილზე ორი გუნდი გავიდა – „ბორჯღალმობილი“ პროექტით „მთვარის როვერის ძრავა“ და „17“ – პროექტით „მაგნიტური ლიფტი“. „ბორჯღალმობილის“ წევრები არიან ახალი ლიცეუმის მოსწავლე გიორგი მარგიანი და აია – GESS-ის მოსწავლე გიორგი ნიორაძე; ხოლო გუნდის „17“ წევრები გიორგი ფხაკაძე, ოლეგ ჯაჭვლიანი და ნანო ხეცურიანი ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან. კონკურსის მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „ძმები ბუთბაიები“, პროექტით „ოპტიმიზირებული პარკინგის სისტემა – Smart Parking”. კოსტა და გიორგი ბუთბაიები კომაროვის 199-ე საჯარო სკოლისა და სკოლა-ლიცეუმის „მწიგნობართუხუცესი“ მოსწავლეები არიან. კონკურსი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

newposts.ge

Comments
Loading...