სენაკში 1080 ღერი უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა, სენაკში 1080 ღერი უაქციზო სიგარეტი აღმოაჩინეს.

არსებული ინფორმაციით, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული უაქციზო ფილტრიანი სიგარეტი (1080 ღერი), მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, საკონტროლო შესყიდვის შედეგად გამოავლინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.

Comments
Loading...