სენაკში დაკარგული ბავშვის მშობლები ერთ-ერთ ადგილობრივს შვილის მკვლელობაში ადანაშაულებენ

სენაკში რამდენიმე დღის წინ დაკარგული რვა წლის მოზარდის მშობლები, ერთ-ერთ ადგილობრივს შვილის მკვლელობაში ადანაშაულებენ და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

მათივე ინფრომაციით, მოზარდი ჯერ მოკლეს და შემდეგ, მდინარეში გადააგდეს. მკვლელობის მოტივი მათთვის უცნობია.

„ბავშვი წამოიყვანა, მოკლა და მდინარეში გადააგდო. მინდა, რომ ის დაისაჯოს. მოტივი არანაირი“, – განაცხადა მოზარდის მამამ.

მოზარდი 24 თებერვალს დაიკარგა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარის პირას ჯართს აგროვებდა და წყალში ჩავარდა, რა დროსაც, მდინარის პირას მყოფმა კიდევ ერთმა პირმა, დახმარება არ აღმოუჩინა.

როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამსართლის კოდექსის 129-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფისთვის აუცილებელი და აშკარად გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მდინარე ტეხურაზე ამ დრომდე მიმდინარეობს.

Comments
Loading...