სექსსათამაშოდ კიტრის გამოყენების გამო, ქალი გარდაიცვალა-მამაკაცს ციხე ემუქრება

გერმანიაში, 46 წლის ოლივერ დ.-ს 5-წლიანი პატიმრობა ელის. ის საყვარელი ქალის კიტრით დახრჩობაშია ბრალდებული. საყვარლები კიტრს სექსსათამაშოდ იყენებნენ. შემთხვევა შარშან, ივლისში მოხდა.

შემთხვევა შარშან, ივლისში მოხდა. ამჟამად კი, საქმის სასამართლო განხილვა მიმდინარეობს.

გამოცემა Bild წერს, რომ საძინებელში გადანაცვლებამდე, საყვარლებმა 4 ბოთლი ღვინო და დიდი რაოდენობით შნაპსი დალიეს. საყვარლებმა სექსსათამაშოდ კიტრი გამოიყენეს, რომელიც მოგვიანებით ქალის პირში აღმოჩნდა.

„ჩვენ ხშირად ვიყენებდით სექსუალური ურთიერთობებისას ფალოიმიტატორად კიტრს, სტაფილოს.

იმ დღეს, სექსის დროს გამახსენდა, რომ ღუმელში ხორცი იწვებოდა. ოთახიდან გავედი, ხორცი ღუმლიდან გამოვიღე, ძაღლს ვაჭამე, აივანზე სიგარეტი მოვწიე და რომ დავბრუნდი, ქალი უკვე უგონოდ იყო“, – განაცხადა ოლივერ დ.-მ.

ქალს სასუნთქი გზები გადაეკეტა. ის კომაში ჩავარდა და მოგვიანებით, კლინიკაში გარდაიცვალა.

პროკურორმა განაცხადა, რომ ოლივერ დ.-ს მხრიდან, ადგილი ჰქონდა გულგრილობის ფაქტს.

„მას უნდა სცოდნოდა, რომ ქალი ასეთ მდგომარეობაში დიდხანს არ უნდა დაეტოვებინა“ – განაცხადა პროკურორმა რეინარდ ჰოფმანმა.

მოსამართლე აღნიშნულ საქმეზე განაჩენს სავარაუდოდ, დღეს გამოიტანს.

წყარო: info9.ge

Comments
Loading...