“სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს რომ ეშიმშილათ, ელჩი ელჩზე მოვარდებოდა”

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის განცხადებით, მას ვერაფრით აუხსნია, რატომ იჩენს ასეთ გულქვა დამოკიდებულებას ხელისუფლება მოშიმშილეების მიმართ.

ამის შესახებ კვიციანი გაზეთ „ახალ თაობას“ ესაუბრა.

„11 ნოემბერს საშინელი წვიმა მოვიდა და ქოლგის გაშლის უფლება არ მოგვცეს. ეგონათ, რომ გავტყდებოდით. ჩვენ იცით, რა ვქენით? თავსხმა წვიმაში დავდექით. ტყუილად ჰგონიათ, რომ დაგვასუსტებენ. ეს წინააღმდეგობა კიდევ უფრო გვაძლიერებს. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ „ნაციონალებს“ გადასარევ პირობებში ამყოფებენ, ჩვენ კი ისე გვექცევიან, თითქოს მტრები ვიყოთ.

„რუსთავი 2“-ის ეზოში მყოფ „ნაციონალებს“ კარვები დაუდგეს და უფრთხილდებიან. ელჩებისა და სახალხო დამცველის ყურადღებაც არ აკლიათ ნაცებს, ჩვენ კი თითქოს არ ვარსებობთ. მე ერთი რამე ვიცი, ჩვენ ნაცვლად „ნაციონალებს“ ან სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს რომ ეშიმშილათ, ელჩი ელჩზე მოვარდებოდა კანცელარიასთან“ – განაცხადა კვიციანმა.

Comments
Loading...