სერგეენკო – გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება და, შესაბამისად, მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.

როგორც სერგეენკომ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, გრიპის შემთხვევების გამოვლენის პიკი 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდში გაგრძელდება.

“გრიპის ეპიდემიის არანაირი საშიშროება არ არსებობს, შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საშიშროება იმის, რომ მოსახლეობა პანიკაში იყოს, ან თუნდაც რაიმე დაძაბულობა იყოს. როგორც სპეციალისტები, ეპიდემიოლოგები აკეთებენ პროგნოზირებას, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში იქნება ასეთი ინტენსიური მიმართვიანობა, სავარაუდოდ, ეს იქნება ჩვენი სამუშაო რეჟიმი, თუმცა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ უფრო რთულ შემთხვევაზეც გავაკეთოთ გათვლები და მაქსიმალური ხანგრძლივობა არის 2 კვირიდან 2 თვემდე”, – აღნიშნა სერგეენკომ.

ცნობისთვის, H1N1 ტიპის ვირუსით ამ დროისთვის 3 ადამიანია გარდაცვლილი.

Leave A Reply

Your email address will not be published.