სერგი კაპანაძე: ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიუხედავად, ლარი ყოველდღე უფასურდება
“გვინდა, მოსახლეობამ მთავრობისგან მოისმინოს, როგორ აპირებს ამ კრიზისის გაჩერებას და მე მგონია, რომ ამის ყველაზე კარგი ფორმატი უმცირესობასთან დისკუსია, ჩვენი აზრების მოსმენა და პოლიტიკური რეკომენდაციების გათვალისიწინებაა”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა “ნაციონალური მოძრაობიდან”, სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში განაცხადა.
კაპანაძის თქმით, უმცირესობა ეკონომიკურ გუნდს პარლამენტში დაიბარებს, რათა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
“დამტკიცებისას მთავრობას არ უსაუბრია ამ 10 პუნქტიან გეგმაზე. მაშინ ყევლაფერი კარგად იყო. არ საუბრობდნენ ამ გადასახადების ზრდაზე და ყველაფერი კარგად იყო. ამის მერე დრო გავიდა სიტუაცია ყოველდღე უარესდება და მიუხედავად იმ ინტერვენცებისა, რომელსაც ეროვნული ბანკი ახორციელებს, კიდევ უფრო უფასურდება ლარი. ანუ მთავრობის ზომები აშკარად არაადეკვტურია.
ეს არის შემთხვევა როდესაც თითოეული ჩვენი თანამოქალაქე ზარალდება ამ მავნებლური ფინანსური პოლიტიკით, რომელიც ჩვენ მთავრობას აქვს და მათ შეუძლიათ ჯერ კიდევ გადაჭრან ეს, ბიუჯეტის და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.
წყარო : ipress.ge