სერგო რატიანი სოსო ჯაჭვლიანის ინიციატივას „შემაშფოთებელს“ უწოდებს

ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სერგო რატიანმა, სოსო ჯაჭვლიანის კანონპროექტი რეგლიგირუი გრძნობების გამოხატვის შესახებ შეაფსა და განაცხადა, რომ „ეს კანონი შემაშფოთებელია“.

ეს შეფასება სერგო რატიანმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

„კონსტიტუციაში ჩადებულია, რომ თითოეული ადამიანის ღირსება უნდა იყოს დაცული შეურაცხყოფისაგან. ასევე, მისი ღირსებისთვის მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება. რელიგიური გრძნობები, შესაძლებელია, იყოს ძალიან სუბიექტური და სახელმწიფო ვერ გახდება სუბიექტური გრძნობების დამცველი. აქ ობიექტური კრიტერიუმების მოძებნა შეულებელია და ეწინააღმდეგება სამყაროს ნორმალურ, თანამედროვე გააზრებას,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

Comments
Loading...