სერგო რატიანმა ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან 6 პირის ამოღება მოითხოვა

ნაციონალური მოძრაობის  აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან ამოღებული იქნას 6 პირი – ლევან ბეჟაშვილი, ნინო კალანდაძე, დავით კირკიტაძე, ირაკლი ნადირაძე, პეტრე ცისკარიშვილი და ეკა ხერხეულიძე.
ლევან ბეჟაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ნინო კალანდაძის პარლამენტში შესაძლო მოხვედრას უკავშირდება, რადგან არსებული ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორი დეპუტატი მანდატის დატოვებას აპირებს.

მისივე განცხადებით, არგუმენტი, რომ აღნიშნული პირები ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ და სიიდან ამიტომ ამოიღეს, უსაფუძვლოა, რადგან ისინი პირიქით, პარლამნეტში შესვლის მომხრენი იყვნენ. ბეჟაშვილის თქმით,  რატიანის გადაწყვეტილება სხვა არაფერია თუ არა შურისძიება იმ პირების მიმართ, რომელთაც მხარი 7 000 დელეგატიანი ყრილობის  ჩატარებას დაუჭირეს.

 

sazogadoeba.ge

Leave A Reply

Your email address will not be published.