სერგო თეთრაძე – სერგო თეთრაძის წამებაც ვიდეოფირზეა გადაღებული

გლდანის ციხის ყოფილი თანამშრომელი, ლადო ბედუკაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში, ციხეში წამების ამსახველი ახალი კადრების გამოჩენას აანონსებს.

„ღმერთმა ქნას, ყველა მტკიცებულება გამოჩნდეს! ეს საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი იქნება, მაგრამ აუცილებელია, რომ ხალხმა ბოლომდე ნახოს 9 წლის განმავლობაში როგორი მანიაკები მართავდნენ ქვეყანას!

პატიმრების წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეოფირები თავის დროზე გლდანის ციხის დირექტორის ალექსანდრე მუხაძის – „ქილერას“ ხელში იყო, მაგრამ ახლა არ ვიცი, ვისა აქვს! არ გამოვრიცხავ ეს კადრები ინტერნეტსივრცეში თანდათან გამოჩნდეს! სერგო თეთრაძის წამებაც ვიდეოფირზეა გადაღებული და შესაძლოა, ეს საზარელი კადრებიც გასაჯაროვდეს“ – აცხადებს ლადო ბედუკაძე.

Leave A Reply

Your email address will not be published.