სერიალები „ტიფლისი“ და „ქერჩი“ აღარ გაგრძელდება

სერიალები „ქერჩი – დაკარგული გმირები” და „ტიფლისი“, რომლებიც GDS-ის ეთერში გადის, აღარ გაგრძელდება.

„ინფო 9“-ის ინფორმაციით, სერიალების დახურვის მიზეზი მათი ბიუჯეტი გახდა.

„ქერჩი – დაკარგული გმირების“ სეზონის ბოლო სერია ეთერში რამდენიმე დღის წინ გავიდა. სერიალის ოფიციალურ გვერდზე შემოქმედებითი ჯგუფის განცხადება გამოქვეყნდა.

„ქერჩი – დაკარგული გმირების“ სახელით გვსურს მადლობა გადავუხადოთ შემოქმედებითი გუნდის თითოეულ წევრს, ყველა მსახიობს, კერძო თუ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომელთაც წვლილი მიუძღვით აღნიშნული ფილმის შექმნაში და რაღა თქმა უნდა, მაყურებელს, დადებითი თუ კრიტიკული შეფასებებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

მაყურებელთა კითხვაზე – იქნება თუ არა სერიალის მეორე სეზონი, ოფიციალური გვერდი პასუხობს, რომ მეორე სეზონთან დაკავშირებულ დეტალებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობენ.

რაც შეეხება „ტიფლისს“, ამჟამად ეთერში სერიალის მეორე სეზონი გადის.

Leave A Reply

Your email address will not be published.