“სერიოზული ცვლილებები იქნება” – მიხეილ ცაგარელის 2016 წლის პოლიტიკური პროგნოზი

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით მაიმუნის წელი 8 თებერვალს იწყება, სწორედ ამ დღეს იწყება ახალი ცეცხლის სტიქიის, წითელი ფერის, მაიმუნის წელიწადი. მაიმუნი გამორჩევა გონებამახვილობით, ცბიერებით, თუმცა მას არ ახასიათებს აგრესიულობა, ხასიათდება ინტენსიური ცვლილებებით. რას უქადის მაიმუნის წელიწადი საქართველოს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge ასტროლოგ მიხეილ ცაგარელს ესაუბრა.

ბატონო მიხეილ, რას უნდა ველოდოთ მაიმუნისგან?

მიხეილ ცაგარელი: პირველ რიგში, მაიმუნობას. ცეცხლოვანი სტიქიის მაიმუნის წელიწადია. ყველაზე ენერგიული, წინასწარ განუსაზღვრელი, მოულოდნელი რეაქციების მაიმუნის წელია. შესაბამისად, მოვლენებიც ასევე განვითარდება. წინასწარ ვერაფერს ვერ განსაზღვრავ. თვითონ არავინ იცის ვინ რას გააკეთებს. ამიტომ, იქნება ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდენციები.

რა არის მაიმუნის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები?

– მაიმუნს აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დადებითიდან ყურადღებას გავამახვილებ გონება-მახვილობაზე, კონტაქტურობაზე, სწრაფვას სიახლებისადმი და რეფორმებისადმი, რაც უადავოდ კარგია. მაგრამ არის უარყოფითი ტენდენციები – ჭორები, ინტრიგები, გარკვეული მერყეობის ელემენტები, შინაგანი სულსწრაფობა – ეს არის ის ნეგატიური ტენდენციები, რომლებიც ნეგატიურად იჩენენ თავს წლის განმავლობაში.

მაიმუნის ეს თვისებები განსაზღვრავს იგივე პოლიტიკურ სფეროს?

– რა თქმა უნდა. პოლიტიკის სფეროში მოსალოდნელია სერიოზული და მათ შორის იდეოლოგიური მიმართულების შეცვლა. იქნება უამრავი ცვლილებები. შეიძლება ითქვას, რომ ახალი სისხლის შემოსვლის დროა. შესაბამისად, აქ ძალაინ ბევრი ახალი სახეები გამოჩნდებიან. მით უმეტეს, რომ საპარლამენტო არჩევნების წელიწადია. უფრო მეტად აქცენტი გაკეთებული იქნება პროფესიონალიზმზე და ცნობად სახეებზე. ეს არის პერიოდი, როდესაც პოლიტიკის გარდა სერიოზული ცვლილებები გვექნება იურისპრუნდენციაში.

ანუ ცვლილელები იქნება?

– აბსოლუტურად ყველა სახის, დაწყებული მინისტრებიდან, დამთავრებული დეპარტამენტის ხელმძღვანელით, თითქმის 70% შეიცვლება. ახალი სისხლი შემოვა ყველგან და ყველაფერში. საგანმანათლებო სფეროში იწყება სამწლიანი რეფორმების ეტაპი. შეიცვლება პროგრამების სწავლება, დისერტაციის დაცვის პრინციპი და ბევრი სხვა რამ. ცვლილებები იქნება სპორტის სფეროში. ასევე, ცვლილებებია მოსალოდნელი საბანკო ეკონომიკურ სექტორში, მით უმეტეს, რომ უნდა მოხდეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და მთელი ამ ჯგუფის გადარჩევა.

ფაქტობრივად, ჩვენ რეფორმების წელი დავიწყეთ 2015 წელს, მაგრამ 2016- 2017 წლები ეს არის მთავარი რეფორმების წელი. რეფორმა დაიწყო 2015 წელს და ვხედავთ რამდენი რამ შეიცვალა, მათ შორის მინისტრები. 2016 წელს გაორმაგდება იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დაკარგავენ თანამდებობას. იმიტომ, რომ არიან ან უნიათონი, ან არაპროფესიონალები, ან არ ასრულებენ იმ რეფორმებს, რომელიც უნდა შეასრულონ.

პოლიტიკუტი კუთხით ძალიან აქტიური წელი გვექნება, მაგრამ ეკონომიკური კუთხით როგორი შეიძლება იყოს 2016 წელი საქართველოს მოსახლეობისთვის?

– 2016 წელი ბეჭედს დაუსვამს იმ ცვლილებებს, რომელიც მოხდა 2015 წელს. რაც შეეხება ეკონომიკურ კუთხეს, რომ გითხრათ 2016 და 2017 წელი აგვაშენებს, ეს ტყულია. აყვავების წელი იწყება 2020 წლიდან და განსაკუთრებით 2021 წლიდან, მაგრამ იქამდე ჩვენ უნდა გავიაროთ ეს საკმაოდ ცვალებადი წლები, იმიტომ, რომ მაიმუნი ბევრ ადამიანს აიძულებს თქვას ტყუილი, მონაწილეობა მიიღოს კორუფციულ გარიგებებში. ერთი მხრივ საზოგადოება იტყვის, რომ ცუდია და უდავოდ ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან კარგია ქვეყნისთვის.

რატომ?

– ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობენ კორუფციულ გარიგებებში და, რომლებსაც ჩვენ ვერ ან არ ვავლენთ, ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება. იქნება უამრავი ტყუილი, ჭორი, სკანდალი, ერთმანეთის დაბეზღება იგივე სამთავრობო ეშელონებში და აქედან გამომდინარე, კორუფციული სქემები ძალიან ბევრ ადამიანს დააკარგვინებს სამსახურს.

ამიტომ, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს მოვლენები ხელს შეუწყობს ქვეყნის სოციუმის მდგომარეობის გაუმჯობესებას, ამას ალბათ, ნაკლებად უნდა ველოდოთ 2016-2017 წელბში. რომ გითხრათ – მატერიალურად წელში გავსწორდებით – არა, მაგრამ წლის მეორე ნახევარში, არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო დონეზე შედარებით მცირდება ფინანსური კრიზისული სიტუაცია. ასევე, იქნება უამრავი სკანდალი, ჟურნალისტებისთვის საინტერესო ინფორმაცია, გაიშიფრება ბევრი საიდუმლო ინფორმაციაც.

ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება 2016 წელი იღბლიანი?

– ყველაზე კარგი იქნება ქალწულისთვის, ამიტომ, ასე ადვილად ვერავინ შეუქმნის პრეზიდენტ მარგველაშვილს პრობლემას. ყოველ შემთხვევაში ოქტომბრამდე იქნება მყარად, უფრო მეტიც, ექნება გარკვეული წარმატებების ფაქტორი. განსაკუთრებით აპრილიდან 15 ნოემბრამდე კარგი წელიწადია ვერძისთვის, აპრილის შუა რიცხვებამდე თევზები არის ერთ-ერთი ფავორიტი, საკმაოდ სტაბილურად იგრძობს თავს კურო, ასევე წელს სტაბილური იქნება ლომი.

გაორმაგებული წელიწადი აქვს სასწორს, 22 მაისამდე ცოტა რთული წელიწადია, იქნება სირთულეები, ბარიერები, პრობლემები, ფრთხილად უნდა გაიაროს ეს პერიოდი, 22 მაისის შემდგომ გაცილებით უკეთესი პერიოდი იწყება მის ცხოვრებაში. აი, მორიელს პირიქით, 22 მაისამდე მართებს აქტიური მოქმედება, 22 მაისის შემდეგ გაცილებით მეტი სირთულეები აქვს ყველა დონეზე და გაცილებით მეტი ძალისხმევა დასჭირდება. ორმაგი ძალისხება დასჭირდება მშვილდოსანსაც, დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისთვის საშუალო წელიწადია.

რაც შეეხება აღმოსავლურ ზოდიაქის ნიშნებს, მთავარი ფავორიტია მაიმუნის წელიწადში დაბადებული ადამიანი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი. შემდგომ, ფავორიტებიდან აღვნიშნოთ ცხენის, დრაკონის, თხის და ძაღლის წელიწადში დაბადებული ადამიანები. პრობლემები მეტი ექნება – ვეფხვის, ტახის და გველის წელიწადში დაბადებულებს. დანარჩენი ნიშნებისთვის საშუალო წელიწადია.

Comments
Loading...