სესხს არავის არ ვაძლევ და თქვენც ამას გირჩევთ

“დავიწყებ იმით, რომ ვალში მხოლოდ ნაცნობებსა და მეგობრებს შორის არსებული ურთიერთობის ფორმას კი არ ვგულისხმობ, არამედ ბანკში აღებულ კრედიტსაც. ვალი ვალია და მნიშვნელობა არა აქვს, სად იქნება აღებული.

მაშასადამე, ვალი „დათვური სამსახურია“. იმ მომენტში, როცა თანხას მიიღებ, ეიფორიის გრძნობა გეუფლება – ახალი მანქანა, ბინა, ბიზნესი – ცხოვრება მშვენიერია. დამწყები ბიზნესმენი, რომელიც ბიზნესის წამოწყებისთვის ბინას დებს ბანკში, ამბობს: „ვინც არ რისკავს, ის არ სვამს შამპანურს!“.

პირველი რამდენიმე თვე კეთილსინდისიერად და დროულად იხდის, მაგრამ შემდეგ დგება კრიზისი, სამსახურიდან გათავისუფლება, პრობლემები, ღმერთმა დაიფაროს, ავადმყოფობა…
სიხარულის შეგრძნებას, რომელსაც ვალი/კრედიტი ანიჭებს, დიდი მწუხარება ცვლის. საშინელებაა, როცა მსგავსი რამ ახლობელ ადამიანებს, ოჯახის წევრებს, ან საუკეთესო მეგობრებს ემართებათ – არსებული რეალობიდან გამომდინარე, მაშინაც კი, თუ ახლობელი ადამიანი ვალის დაფარვას თავის თავზე აიღებს, ურთიერთობა შესაძლოა სამუდამოდ გაწყდებს.
მაგრამ!!! ბევრი იტყვის – სიტუაციას გააჩნია, ან ქრისტიანი ქრისტიანს უნდა დაეხმაროს. სავსებით გეთანხმებით! ამიტომ მე არასდროს არ ვაძლევ სესხს, არ ვაძლევ და მით უმეტეს, არ ვფარავ კრედიტებს.

მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხალხს დავეხმარო უანგაროდ, უმრავლეს შემთხვევაში არა საჯაროდ. მაგრამ ასეთი ქველმოქმედება მხოლოდ მდიდარ ადამიანს ძალუძს. სესხს კი არავის არ ვაძლევ და თქვენც ამას გირჩევთ!” -ლეონიდ ჩერნოვეცკი

Comments
Loading...