შ.ს.ს – ჩვენ ახლაც თავს ვიკავებთ ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი თეა პატარაია, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ჩიორა თაქთაქიშვილის მამის ინციდენტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და სოციალურ ქსელში სტატუს აქვეყნებს

“ქურდობის ფაქტი აისახა მაღაზიის ვიდეოკამერებზე .მაღაზიის დაცვამ და მენეჯერმა შეატყობინა პოლიციას და მოხდა შესაბამისი რეაგირება, რაც კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი;
მხილებული პირი ხელწერილით გაუშვეს;
სამინისტროს საზოგადოებასათან ურთიერთობის დეპარტამენტის სტანდარტი საკმაოდ მაღალია იმისთვის, რომ ასეთი სახის ინფორმაციის გავრცელება ჩვენს ინტერესებში შედიოდეს;
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურმა, თემის დელიკატურობიდან გამომდინარე, ამ ფაქტის გასაჯაროება მიზანშეწონილად არ ჩათვალა. ამავე მიზეზით, ჩვენ ახლაც თავს ვიკავებთ ვიდეომასალის გამოქვეყნებისგან.
P.S.გაკვირვებული,მართლა გაოცებული ვარ, როგორ შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია ასეთი ფაქიზი თემებით”
– აცხადებს თეა პერტაია.

Comments
Loading...