შალვა ნათელაშვილი – კვირიკაშვილი გახლავთ გულქვა ბანკირი
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება. მისი განცხადებით, მიმდინარე მოვლენების ფონზე გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.
“გამოსავალი სატელიტების და მარიონეტების წაყვანა-მოყვანაში არ არის. გამოსავალი მილიონერთა რეჟიმის დამთავრებაშია. ამისათვის გარდაუვლად აუცილებელია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის სავარაუდო დანიშვნაზეც ისაუბრა.
“ის გახლავთ გულქვა ბანკირი, რომელსაც არ აუთრთოლდება ერთი ნერვი, მთელი საქართველო რომ გამოგვასახლონ ბანკებმა ბინიდან”, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.