შალვა ნათელაშვილი პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდებს

“მოვუწოდებ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, გამოაცხადოს გადადგომა, რაც გამოიწვევს ორ თვეში ახალ საპრეზიდენტო სახალხო არჩევნებს”, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შლვა ნათელაშილმა, საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო “უმძიმეს სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისშია”.

„ეს ქვეყანა ჩავარდნილია უმძიმეს სახელმწიფოებრივ, პოლიტიკურ და კონსტიტუციურ კრიზისში. ოლიგარქმა, რომელმაც მანამდე არჩევნების საყოველთაო გაყალბებით მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია, ამჯერად გადაწვიტაჩვენს ხალხს სამუდამოდ წაართვას პრეზიდენტის არჩევის უფლება და იგი ამ გეგმას შეასრულებს, თუ არ გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯები. პირველ რიგში, მოვუწოდებ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, ბატონ მარგველაშვილს, გამოაცხადოს გადადგომა, რაც გამოიწვევს ორ თვეში ახალ საპრეზიდენტო სახალხო არჩევნებს,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

Comments
Loading...