შალვა რამიშვილი ნათელაშვილის ცოლზე: დაურეკა პოლიციას, თითქოს კარები შევუმტვრიე და სახეში მუშტი ჩავარტყი

ტელეწამყვანი შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში მისი ახალი გადაცემის გადაღების პროცესში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით წერს.

„მოკლედ ვითარება არის ასეთი: ვაკეთებდი “აკრედიტაციის გარეშეს” შალვა ნათელაშვილზე. ვიყავი კეთილგანწყობილი, რადგან მიმაჩნდა, რომ მის წინააღმდეგ ბევრი ბრალდება არადამაჯერებელია. გაუფრთხილებლად მივადექი მის სახლს ბაზალეთში. გაუფრთხილებლად იმიტომ, რომ ასეთია ჩემი გადაცემის ფორმატი. დაგვხდნენ შალვას გავეშებული ნათესავები ფიწლებით და ცელებით. უშვერი სიტყვებით გვაგინეს და თითქმის გალახეს ჩემი ოპერატორები.

მერე შალვას ცოლმა, ბელამ დაურეკა პოლიციას და იჩივლა რომ თითქოს კარები შევუმტვრიე და მას, ანუ ბელას სახეში მუშტი ჩავარტყი.

პოლიციამ საქმე აღძრა ორი მუხლით და დამკითხა. ეს ქალი ცრუდამსმენია და პროვოკატორი. გაოგნებული ვარ. ჯერ დახვედრით , ხოლო შემდეგ ამ ქალბატონის პროვოკატორობით. გადაცემას იხილავთ მალე, სად და როდის ამას დამატებით გეტყვით“, – წერს რამიშვილი.

Comments
Loading...