შალვა რამიშვილი: „რუსთავი 2“ და კომპანია GFK საზოგადოებრივი აზრის კვლევას აყალბებენ

 

ჟურნალისტ შალვა რამიშვილის განცხადებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის მიერ ორი დღის წინ  გავრცელებული კვლევა, გაყალბებულია.
https://www.youtube.com/watch?v=rObsp2WUo44&feature=youtu.be
როგორც რამიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა,”თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრის, ბესო კალაძისგან მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ აყალბებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ტელეკომპანია “რუსთავი 2” და კომპანია GFK.

რამიშვილის თქმით, კვლევა გაყალბებულია რამდენიმე პარტიასთან მიმართებაში, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში.

“მომსწრენი ვართ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მასშტაბური გაყალბების. ეს საქმე გამოსაძიებელია.

საზოგადოებრივი კვლევის გამოქვეყნებამდე არსებობდა ორი დოკუმენტი – ერთი ფურცელი, რომელზეც ეწერა რეალური მონაცემები , „რუსთავი 2“-მა  კი გამოაქვეყნა მეორე ფურცელი, რომელზეც ეწერა გაყალბებული მონაცემები”,-განაცხადა რამიშვილმა.

მისი  თქმით, არსებობს ფლეშკა, რომელზეც შენახულია  აღნიშნული კვლევის მონაცემები.

როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, „თავისუფალი ზონის“ ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ  ნოტარიუსთან ორივე დოკუმენტი დალუქა.

კვლევა „რუსთავი 2“–ის დაკვეთით, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კომპანია GFK-ის მიერ განხორციელდა. კვლევის მონაცემები ტელეკომპანიამ 1 ოქტომბერს გაავრცელა.

კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, მონაცემები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ – 38%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 35.6%, „ლეიბორისტული პარტია“ – 5.9%, „თავისუფალი დემოკრატები“ – 5.8%, „სახელმწიფო ხალხისთვის“ – 4.1%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 2.8%, „დემოკრატიული მოძრაობა“ – 2.6%, „რესპუბლიკელები“ – 0.7%.

Comments
Loading...