შაქარსა და ზოგ სხვა პროდუქტზე ფასები 16,3%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 1,8 პროცენტი შეადგინა.

2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 19 პროცენტით გაიზარდა.

წლიური ინფლაციის დონე

საქსტატის მონაცემებით, ფასები 13,1 პროცენტით გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოს ჯგუფზე.

ასევე, ფასები 23,2 პროცენტით გაიზარდა თამბაქოს ნაწარმის ქვეჯგუფზე. ფასების მატება დაფიქსირდა ასევე ალკოჰოლური სასმელების ქვეჯგუფებზე – 4,6 პროცენტით.

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით და ჯგუფმა 0,51 პროცენტული პუნქტი შეიტანა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

ფასები მნიშვნელოვანად ანუ 16,3 პროცენტით გაიზარდა – შაქარიზე, ჯემზე, თაფლზე, შოკოლადზე, საკონდიტრო ნაწარმზე.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,2 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,26 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,7 პროცენტი);

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ფასები ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფზე შემცირდა 5,7 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე -0,19 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა როგორც ტანსაცმლის (-5,2 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (-7,1 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

თვიური ინფლაციის მაჩვენებელი

საქსტატის მიერ შედგენილი ცხრილის მიხედვით, 2016 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტებისა და მომსახურების ჯგუფების ფასებს შორის ყველაზე მეტი ცვლილება შეეხო სურსათს, უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელს, თამბაქოსა და ტრანსპორტს:

ფოტო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

წინა თვესთან შედარებით, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (9,2 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (2,9 პროცენტი) და ხორცისა და ხორცის პროდუქტების (2,0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,3 პროცენტით. ფასების მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (8,5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3,0 პროცენტი).

ON.Ge

Leave A Reply

Your email address will not be published.