„შარლი ებდოს“ რედაქციამ „ტერორისტი ღმერთის“ კარიკატურა გამოაქვეყნა

ფრანგულმა სატირულმა ჟურნალმა „შარლი ებდომ“ სპეციალური ნომერი გამოსცა, რომელიც რედაქციაზე თავდასხმის წლისთავს ეძღვნება. ამის შესახებ BFM TV იუწყება.
გარეკანზე გამოსახულია „ღმერთის“ ზოგადი სახე – წვერებიანი მამაკაცი, რომელსაც გრძელი, სისხლიანი ტანისამოსი აცვია და „კალაშნიკოვის“ ავტომატი უჭირავს. ნახატს აწერია: „ერთი წლის შემდეგ დამნაშავე კვლავ თავისუფალია“.
კარიკატურის ავტორია „შარლი ებდოს“ რედაქტორი ლოპრან სურისო, რომელმაც ამ ტერორისტული თავდასხმის შედეგად ჭრილობა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 7 იანვარს ორი ტერორისტი „შარლი ებდოს“ რედაქციაში შეიჭრა და იქ მყოფი 10 თანამშრომელი და ორი პოლიციელი მოკლა. ტერაქტის დროს თავდამსხმელები ყვიროდნენ: „ალაჰ აკბარ“!

Leave A Reply

Your email address will not be published.