“შეგვიძლია გაზზე ვთქვათ უარი და გადავიდეთ ელექტროენერგიაზე”

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, „გაზპრომთან“ ხელშეკრულების ვადა ერთწლიანია და არა გრძელვადიანი.

მისი თქმით, არსებობს ბუნებრივი აირის ალტერნატივა, რაც ელექტროენერგიის მოხმარებაზე გადასვლას გულისხმობს, თუმცა კალაძე აქვე აღნიშნავს, რომ ეს ტარიფის ზრდას გამოიწვევს და ამის გაკეთება შეუძლებელია.

”რაც მთავარია, საუბარია ერთწლიან ხელშეკრულებაზე და არა გრძელვადიანზე, ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ქვეყანაში შიდამოხმარება დავაკმაყოფილოთ, თუმცა მეორე გამოსავალიც არის, ჩვენ ვთქვათ ბუნებრივ აირზე არა და გადავიდეთ ელექტროენერგიის შემოტანაზე, დავამატოთ რუსეთიდან დამატებითი მოცულობა, ასევე თურქეთიდან, ეს არის დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ელექტროენერგიაში და გავაჩეროთ თბოელექტროსადგურები, თუმცა ეს დაახლოებით 4 თეთრიანი ტარიფის მატება იქნება, შეუძლებელია ამის გაკეთება“, – განაცხადა კალაძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.