შეიარაღებული თავდასხმა ხურგადას სასტუმროზე – არიან დაჭრილები

ცოტა ხნის წინ ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ხურგადას ცენტრში მდებარე სასტუმრო Bella Vista Hotel-ში სამმა შეიარაღეულმა პირმა სასტუმროს შტურმით აღება სცადა.

ამის შესახებ ინფორმაციას CNN ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს სპიკერმა მედიას განუცხადა, თვდასხმისას 2 შვედი ტურისტი დაშავდა, რომლებიც ამჟამად ჰურგადის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოს წევრები არიან.

თვითმხილველების თქმით, შეიარაღებულმა პირებმა სასტუმროში ისლამური სახელმწიფოს დროშა აღმართეს.

თავდამსხმელები მოგვიანებით პოლიციის ტყვიას ემსხვერპლნენ.

ეგვიპტის სამართალდამცავი სტრუქტურების ცნობით, თავდამსხმელებს ტურისტების გატაცება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა, ვერ მოახერხეს.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

Comments
Loading...